суббота, 17 апреля 2010 г.
გამოფენა
ხცისის ივანე ხრიკულის სახელობის საჯარო სკოლაში 2010 წლის 1 აპრილს გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული ნივთები. ეს ნივთები მათ ჩემი მითითებით დაამზადეს ხელოვნების გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვითნაკეთი მძივები, თოჯინები, ნაქსოვი და ნაქარგი შარფები,წითლად შეღებილი და ლამაზად გაფორმებული კვერცხები. მოწვეული გვყავდა სტუმრები. შემოსული თანხა გადაირიცხა ამავე სოფლის ყორანქედის მშენებარე მონასტრის ანგარიშზე. მოსწავლეებში სიხარული და შინაგანი მოტივაციის ამაღლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ საკუთარი შრომით შეძლეს კარგი საქმის კეთება. დაიგეგმა კიდევ ერთი გამოფენა პირველ ივნისს- ბავშვთა დაცვის დღეს. გამოფენაზე შემოსული თანხა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ. იმედია ამზე არ შევჩერდებით და კიდევ არაერთ კარგ წამოწყებას დაედება საფუძველი.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий