суббота, 17 апреля 2010 г.
გამოფენა
ხცისის ივანე ხრიკულის სახელობის საჯარო სკოლაში 2010 წლის 1 აპრილს გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული ნივთები. ეს ნივთები მათ ჩემი მითითებით დაამზადეს ხელოვნების გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვითნაკეთი მძივები, თოჯინები, ნაქსოვი და ნაქარგი შარფები,წითლად შეღებილი და ლამაზად გაფორმებული კვერცხები. მოწვეული გვყავდა სტუმრები. შემოსული თანხა გადაირიცხა ამავე სოფლის ყორანქედის მშენებარე მონასტრის ანგარიშზე. მოსწავლეებში სიხარული და შინაგანი მოტივაციის ამაღლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ საკუთარი შრომით შეძლეს კარგი საქმის კეთება. დაიგეგმა კიდევ ერთი გამოფენა პირველ ივნისს- ბავშვთა დაცვის დღეს. გამოფენაზე შემოსული თანხა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ. იმედია ამზე არ შევჩერდებით და კიდევ არაერთ კარგ წამოწყებას დაედება საფუძველი.
четверг, 15 апреля 2010 г.
მადლი ჰქენი ქვაზე დადე...
პროექტის სახელი: ,,მადლი ჰქენი ქვაზე დადე...“
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილენი იკვლევენ, არიან თუ არა დღეს საქართველოში მიუსაფარი და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები, რა ღონისძიებები ტარდება მათ დასახმარებლად, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო პირთა მიერ. მოსწავლეები ადგენენ გეგმას ასეთ პირთა დახმარების აღმოსაჩენად.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის ხუთი მონაწილე მოიძიებს ისტ–ის საშუალებით ,არიან თუ არა დღეს და რა რაოდენობით არიან საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები. ამის შემდეგ დაალაგებენ მათ პრობლემებს ზრდადობის მიხედვით, მოინიშნავენ თავიანთ სკოლასთან ტერიტორიულად ახლოს მყოფ ხელმოკლე ადამიანებს. კლასის ყველა მოსწავლეს შეხვედრები ექნება მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლთან (სურამში), თავიანთ სოფელში არსებულ მონასტრის მკვიდრ თანატოლებთან, რომელთა უმრავლესობამ იქ გადაუჭრელი სოციალური მდგომარეობის გამო ჰპოვა თავშესაფარი. მოსწავლეები ერთად გამოკვეთენ მათ პრობლემებს და იმსჯელებენ მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე (გამოიკვეთება ლიდერი). რომ თავიანთი ოჯახებიდან, მშობლების თანხმობით გაიღებენ შეწირულობას, აგრეთვე ხელოვნების გაკვეთილებზე თავიანთი ხელით დამზადებულ ნივთებით დაეხმარებიან მათ და შეეცდებიან მოიძიონ სპონსორი, რომელიც შესაძლოა ერთ–ერთი მათგანის მშობელიც იყოს. ყოველივე ეს არ იქნება ერთჯერადი. მოსწავლეები მათთვის დხმარების აღმოჩენას შეეცდებიან როგორც მატერიალური, ასევე მორალური თვალსაზრისით , რათ ამ ადამიანებმა თავი არ იგრძნონ საზოგადოებისგან გარიყულად.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, პრობლემის გააზრება, დისკუსიები, კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევები, ფოტოსურათების გადაღება და განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: თვალსაჩინოებები, ელ–ვერსია, ურთიერთთანამშრომლბა, კვლევის უნარი, სხვათა დახმარების სურვილი, კომპიუტერთან მუშაობის გაღრმავება, ლიდერის თვისებების გამოკვეთა.
სარგებელი სხვებისთვის:ქველმოქმედება, სხვისი ტკივილის გათავისება, მატერიალური და მორალური დახმარების აღმოჩენა, რაც შემდგომში შესაძლოა მისაბაძი მაგალითი გახდეს სხვა კლასის მოსწავლეთათვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჰუმანური თვისებების გაღრმავებას.მოსწავლეებს სიბრალული, მხოლოდ ლიტერატურული გმირებისადმი კი არა, რეალური ადამიანებისადმი პრაქტიკულად დახმარების სურვილიც გაუჩნდებათ. მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ადამიანების კი ეცოდინებათ, რომ მათზე ფიქრობენ და ზრუნავენ.
წარდგენა:პროექტის წარდგენა მოხდება ორი მოსწავლის მიერ MS PowerPoint-ის პრეზენტაციის საშუალებით.
სამუშაო ენა: ქართული
საგანი/ეროვნულ სასწავლო გეგგმასთან კავშირი: მოსწავლე აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალურიპრობლემების გადაწყვეტაში.
ადამიანის რომელიმე მოთხოვნილებას შეუსაბამებს ადამიანის გარკვეულ უფლებებს და ასაბუთებს საკუთარი პასუხის მართებულობას.
მოიძიებს მასმედიის საშუალებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას მიუსაფარიბავშვების შესახებ, აანალიზებსმას და თანაკლასელებს წარუდგენს ამ პრობლემის მოგვარების მისეულ გეგმას.
შეფასება: მოსწავლეებთან წინასწარ შეთანხმებული რუბრიკის საფუძველზე ვახდენ შეფასებას.
პროექტის ფასილიტატორი: ინგა ღონღაძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ingagongadze12@gmail.com

Подписаться на:
Комментарии (Atom)